კაია კალასი - ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს 0,25%-ი იქნება

ესტონეთი უკრაინის დაცვაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ის ჩადებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

„ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშპ-ს 0,25%-ი იქნება. თუ თითოეული ქვეყანა 0,25%-ს გაიღებს, ეს არის ის, რაც უკრაინას ამ ომის მოსაგებად სჭირდება“, - განაცხადა კალასმა და ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ესტონეთის მაგალითს მიჰყვნენ.

კაია კალასის განცხადებით, 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება გაუწია.

„ეს ასევე აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განმარტა ესტონეთის პრემიერმა.

კაია კალასის თქმით, ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ანელებს გადაწყვეტილების მიღებას.

ესტონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყანაში თანმიმდევრული ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს