Acıbadem-ი 2023 წელს: მიღწევებისა და რეალიზაციის წელიწადი

Acıbadem Healthcare Group-ისათვის, 2023 წელი მიღწეული მიზნებისა და დასრულებული პროექტების წელი გამოდგა. თურქეთსა და საზღვარგარეთ მოწინავე ჯანდაცვის პროვაიდერი - Acibadem-ი, იზიდავს რა პაციენტებს მთელი მსოფლიოდან, 2024 წელს დაიწყებს 5 სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით არსებული 24 საავადმყოფოთი და 16 სამედიცინო ცენტრით. ამავე ბრენდის უმაღლესი განათლების დაწესებულებაა - Acıbadem-ის უნივერსიტეტი, რომელმაც მწვანე ალტერნატივებში ინვესტირების შედეგად - განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენებით 100%-ით უზრუნველყო საკუთარი ენერგო საჭიროებები და ნახშირბადის ემისიები თითქმის გაანულა. კომპანია, ჯანდაცვის სერვისების ექსპორტში თურქეთის მასშტაბით ლიდერობისათვის სულ ახლახანს უკვე მერვედ დაჯილდოვებული, ისევ გეგმავს ქსელის გასაფართოვებლად, სერვისების გასაუმჯობესებლად და სამომავლო მდგრადი განვითარების მიზნების ხელშესაწყობად ინვესტირებას.

საავადმყოფოთა ქსელისა და პაციენტებთან საკონტაქტო წერტილების ზრდა

2023 წელს Acıbadem Healthcare Group-მა ქალაქ იზმირში (თურქეთში მესამე ყველაზე დიდი ქალაქი) ყველაზე დიდი საავადმყოფო და ორი სამედიცინო ცენტრი შეიძინა და ამდენად, 2022 წლის სექტემბერში LEED Gold სერტიფიცირებული Acıbadem Atasehir-ის საავადმყოფოს გახსნისა და იზმირის ამ სამედიცინო დაწესებულებების შესყიდვის შემდეგ Acıbadem-ის ქსელი უკვე მოიცავს 24 საავადმყოფოსა და 16 სამედიცინო ცენტრს 5 ქვეყნის მაშტაბით, კონკრეტულად კი თურქეთში, ბულგარეთში, მაკედონიაში, სერბეთისა და ნიდერლანდებში.

Acıbadem-ი საერთაშორისო ბაზარზეც გაზრდილი რიცხვებითაა წარმოდგენილი, კერძოდ კი 58 Health Point ოფისი, რომლებიც Acıbadem-ის საავადმყოფოებში მკურნალობით ან დამატებითი კონსულტაციით დაინტერესებული უხცოელი პაციენტებისათვის საკონტაქტო წერტილებს წარმოადგენენ, 29 ქვეყნის 53 ქალაქში მოქმედებს. Health Points-ებში 400-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, ისინი უზრუნველყოფენ თურქეთში სამკურნალოდ ჩამოსული უცხოელი პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, მათ კონსულტირებას და ასევე მათ 360 გრადუსიან მხარდაჭერას.

ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ინვესტიციები

ცნობილია, რომ Acıbadem-ს რთული სამედიცინო შემთხვევების დროს მომართავენ. ეს არის ადგილი, სადაც ცოტა ხნის წინ ე.წ. „სიამის“ ტყუპების განცალკევება მოხდა, ხოლო ღვიძლის გადანერგვა სულ რაღაც 8 კილოგრამის წონის ბავშვს ჩაუტარდა. გარდა ამისა, გულის დაავადების მქონე 600-ზე მეტ პედიატრიულ პაციენტს, მათ შორის ახალშობილებს, მკურნალობა ჩაუტარდა, ამ შემთხვევების 95%-ზე მეტი კი წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ Acibadem-ი პირველი იყო თურქეთსა და რეგიონში, სადაც გამოყენებულ იქნა CAR T-cell თერაპია - ინოვაციური კიბოს სამკურნალო მეთოდი, როდესაც სიმსივნის უჯრედების დასამარცხებლად იმუნური უჯრედები გამოიყენება.

პაციენტებისათვის საუკეთესო პირობებისა და რეზულტატის უზრუნველსაყოფად, Acıbadem-ი 2023 წელსაც განაგრძობდა ადამიანურ კაპიტალსა და უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტირებას. შედეგად კი 3000-ზე მეტი ექიმისა და 5000-ზე მეტი ექთნისგან შემდგარი გუნდის სახით საავადმყოფოების მთელს ქსელში თავიანთ სფეროებში წამყვანი პროფესიონალები მუშაობენ. განსაკუთრებულად ცნობილია ასევე, საავადმყოფოს ჯგუფის კვლევითი ცენტრები ონკოლოგიის, ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის, ორგანოთა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, გულის დაავადებების, პედიატრიული, IVF, ხერხემლის ქირურგიისა და სპორტული მედიცინის მიმართულებებით. პაციენტების მიერ მოძრაობის, ფუნქციებისა და ხარისხიანი ცხოვრების აღსადგენად, ახლახანს გახსნილი Acıbadem Maslak-ის საავადმყოფოსა და Acıbadem Taksim-ის საავადმყოფოს რობოტული რეაბილიტაციის ცენტრის ერთობლივი საერთაშორისო ცენტრი აერთიანებს უმაღლესი დონის ექსპერტულ ცოდნასა და ტექნოლოგიებს.

აღნიშნულ ცენტრში, უახლესი მეთოდებით კიბოს მკურნალობა კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს და უზრუნველყოფილია მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური აღჭურვილობებით. Acıbadem-ის პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია რადიოთერაპიული მკურნალობისათვის აუცილებელი უახლესი აპარატურა, მათ შორის CyberKnife-ი, რომელიც არაინვაზიურ რადიოქირურგიაში გამოიყენება, Gamma Knife ICON-ი თავის ტვინის სიმსივნეებისა და წანაზარდებისათვის, MR Linac-ი, რომელიც აერთიანებს ხაზოვან ამაჩქარებელსა და მაგნიტურ რეზონანსულ გამოსახულებას (MRI), ასევე Ethos-ი, რომელიც კიბოს მკურნალობის პროცესში ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს. Acıbadem-ი კვლავ განაგრძობს უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტირებას, რათა პაციენტებს შესთავაზოს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უმაღლესი ხარისხი.

მომავალი თაობების სამედიცინო განათლებაზე ზრუნვა

Acıbadem-ი თურქეთში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელმაც თავის ეკოსისტემაში უმაღლესი განათლების ინსტიტუტების ინტეგრირება მოახდინა. Acıbadem Health & Education Foundation-ის მიერ 2007 წელს არაკომერციული მიზნით დაარსებული Acıbadem Mehmet Ali Aydinlar-ის უნივერსიტეტი დღესდღეობით მომავალი თაობის პროფესიონალებს წვრთნის სამედიცინო, ფარმაცევტულ მიმართულებებში და ჯანდაცვის მეცნიერებებში. პროფესიონალური უნარების გამოსამუშავებლად და ნოუჰაუს მიზნებისათვის, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კლინიკური სიმულაციის სასწავლო ცენტრი (CASE), კვლევითი ლაბორატორიები და ბიოდიზაინის ცენტრი. იწვევს რა სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, Acibadem-ის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და ასოცირებული ხარისხის სასწავლო პროგრამების მასშტაბით აღნიშნული სასწავლო ცენტრი ითვლის 733 თანამშრომელს, 5.596 სტუდენტსა და 8.675 კურსდამთავრებულს. 2022-2023 სასწავლო წელს აღნიშნული უნივერსიტეტის 5 ფაკულტეტის სასარგებლოდ ჯამში 280 უცხოელმა სტუდენტმა გააკეთა არჩევანი.

მომავალზე ზრუნვის განზრახვით, უნივერსიტეტის მასშტაბურმა მწვანე წამოწყებებმა შედეგიც გამოიღო. თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე, 2023 წლის ოქტომბერში, Acibadem-ის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ მის მიერ მოხმარებული ენერგიის 100% ბუნებრივი რესურსებიდან, კერძოდ კი ქარისა და მზის ენერგიიდანაა მიღებული. ამით, საგრძნობლად შემცირებულია კომპანიის წვლილი ნახშირბადის ემიების თვალსაზრისით. მოცემული ენერგო ინვესტიციები 2.000.000 კვმ. მიწის ფართობზე 300.000 ხის დაგვის ტოლფასია, ხოლო ატმოსფეროში ყოველწლიურად 7.500 ტონით უფრო ნაკლები CO2-ის გაფრქვევა მოხდება.

ვემსახურებით პაციენტებს, საქმე გვაქვს სიცოცხლესთან

2023 წელს, Acıbadem-მა სამკურნალოდ 5.5 მილიონი პაციენტი მიიღო. პაციენტთა გამოკითხვის მიხედვით კი მათი 95%-ზე მეტი კმაყოფილებას აფიქსირებს. 50.000-ზე მეტმა უცხოელმა პაციენტმა 5 კონტინენტისა და 96 ქვეყნის მასშტაბით - Acibadem-ი აირჩია. ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის, კომპლექსური მკურნალობისა და მინიმალური ინვაზიური თუ რობოტული ტექნოლოგიების დახმარებით ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების მიმართულებით, ყველა პაციენტს ხვდება პროფესიონალების გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა.

ე.წ. „სიამის“ ტყუპები - მულტიდისციპლინური ქირურგიული ოპერაცია: Acibadem Atakent-ის საავადმყოფომ მიიღო 5 თვის ტყუპები ალჟირიდან, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ მკერდის კედლითა და მუცლის ღრუს საშუალებით, მათი პერიკარდიუმი და ღვიძლი შეერთებული იყო, გულმკერდი და ნეკნები არ ფიქსირდებოდა, ხოლო ერთ-ერთ გოგონას აღენიშნებოდა მწვავე ჰიდროცეფალუსი, რაც თავის მხრივ ბავშვის თავის ზომის სწრაფ ზრდას განაპირობებდა. 6 თვიანი სათანადო მზადებისა და დაგეგმვის შემდეგ, რაც მოიცავდა მათ შორის ვირტუალურ ქირურგიულ ოპერაციას 3D კომპიუტერულ მოდელებზე, საბოლოოდ 9 საათიანი ოპერაციის შემდეგ, ტყუპების განცალკევება წარმატებით დასრულდა. ოპერაციამდე პერიოდში, უშუალოდ ოპერაციისა და დაკვირვების შემდგომ პერიოდებში პროცესებში ჩართული იყო 100-ზე მეტი ექიმი, ექთანი და ტექნიკოსი. 4 თვის შემდეგ, გოგონები საავადმყოფოდან გაეწერნენ, სახლში დაბრუნდნენ და ახალი დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს.

რობოტული რეაბილიტაცია - ზურგის ტვინის ნერვის დაზიანება: ქალბატონს ქუვეითიდან, აღენიშნებოდა მის სამშობლოში ჩატარებული ოპერაციის შემდგომ ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებით გამოწვეული ნაწილობრივი პარალიზება და მობილობის შეზღუდვა. აშშ-ში ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მუდმივი ტკივილის შეგრძნების მოხსნა ვერ მოხერხდა, იქამდე ვიდრე იგი Acibadem-ში არსებულ პროგრამაში არ ჩაერთო, რასაც მისი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოჰყვა. 9 თვიანი დატვირთული ფიზიო თერაპიისა და სარეაბილიტაციო პროგრამის დასრულების შემდეგ, რომელიც მათ შორის Acibadem-ში რობოტულ რეაბილიტაციასაც მოიცავდა, პაციენტი ახლა დამოუკიდებლად გადაადგილდება და ჩართულია თავის ყოველდღიურ აქტივობებში.

რადიოთერაპია - კანის კიბო (მელანომა): პაციენტი ბულგარეთიდან, ლოყა უბნის არეალში დიდი ზომის სიმსივნით. არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ შვილიშვილებს მის სახეზე შეხედვაც კი უჭირდათ. ქალბატონმა რამდენიმე ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა სიმსივნე კვლავ ბრუნდებოდა. Acıbadem-ში პაციენტს ჩაუტარდა რადიოთერაპია, რომელმაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო: სიმსივნე სრულიად გაუჩინარდა. მოხუცმა ქალბატონმა კვლავ შეძლო თავის შვილიშვილებთან საუბარი და თამაში.

სპასტიურობის მკურნალობა - შერჩევითი დორსალური რიზოტომია (SDR): 4 წლის ბავშვს ერაყიდან ცერებრალური დამბლის დიაგნოზით გამოწვეული, მწვავე ფორმის სპასტიურობა და მტკივნეული სპაზმები აღენიშნებოდა. Acibadem-მა მას შერჩევითი დორსალური რიზოტომია შესთავაზა, რაც გულისხმობს ქირურგიულ ოპერაციას, რომელიც ზურგის ტვინის ქვედა ნაწილზე სპასტიურობის ან კუნთის მაღალი ტონუსის შესამცირებლად კეთდება. SDR-ის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ფიზიკური რეაბილიტაციის კურსმა Acibadem-ში 1 თვეს გასტანა, შემდეგ კი ოჯახი სახლში დაბრუნდა, სადაც ფიზიო თერაპიაც გაგრძელდა. დღეს, ბიჭუნა 5 წლისაა და ყავარჯნების დახმარებით დამოუკიდებლად სიარული შეუძლია, სულ მალე კი ყოველგვარი დახმარების გარეშე შეძლებს გადაადგილებას. უკეთესი ცხოვრების შანსთან ერთად, ბავშვი ახლა უფრო თავდაჯერებული და სოციალური გახდა.

Acıbadem-ი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული იმ რამდენიმე მრავალფუნქციური სარძევე ჯირკვლის კიბოს ცენტრიდან, რომლებიც პაციენტებს სარძვე ჯირკვლის კიბოს რთული შემთხვევების მკურნალობას სთავაზობს. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ Acıbadem-ის საინფორმაციო ოფისებს.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცენდენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი