ლაშა ფარულავა - ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და პოლიტიკაში მისი დაბრუნება უკვე არის რუსული მმართველობის გაფორმება -  ერთადერთი გზა არჩევნებში რუსული ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში მთავარი ოლიგარქი და პოლიტიკაში მისი დაბრუნება უკვე არის რუსული მმართველობის გაფორმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი გზა არჩევნებში რუსული ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებაა.

„ეს არის რუსული მმართველობის გაფორმება. ავტორიტარული რეჟიმიდან გადავდივართ რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე, სადაც მთავარი მოქმედი პერსონაჟი იქნება ბიძინა ივანიშვილი. ის იქნება ყველაფრის განმსაზღვრელი. ყველა კონსტიტუციური წესრიგი, რაც სახელმწიფოს აქვს, ფაქტობრივად მოშლილია. ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში მთავარი პერსონა და მთავარი ოლიგარქი. ამიტომ, ერთადერთი გზა არის არჩევნებში რუსული ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება, რითაც დაიწყება ქვეყანაში ევროპეიზაციის პროცესის გაგრძელება, რაც მიიყვანს საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება, ლაშა ფარულავამ უპასუხა, რომ ცვლილებები იქნება, მაგრამ მხოლოდ კოსმეტიკური.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არასდროს წასულა. მისი საჯარო პოლიტიკაში შემოსვლა ახლა ნიშნავს იმას, რომ მათ შორის იქნება კოსმეტიკური ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის კორუმპირებული. როგორც ერთხელ თქვა, რომ კორუმპირებულია და შემდეგ მოაბრუნა, არ არის გამორიცხული, ეს მასკარადი თავიდან გაათამაშოს. ბიძინა ივანიშვილი რითაც გამოირჩევა არის ის, რომ ის ახალ ტრიუკებს იგონებს და ცდილობს, ამით საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუოს, მაგრამ ქართული საზოგადოება ამას აღარ „შეჭამს“, ვინაიდან ყველაფერი ნახა, რისი ნახვაც შეიძლებოდა“, - განაცხადა ფარულავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა