ირაკლი ზარქუა -  ადამიანს რაღაც ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს? - შეჯერებულად გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს უფლებამოსილება, პარტიის პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს

ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოზიციით პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო.

ადამიანს რაღაც ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს? - ძალიან აქტიურია და ეს ქვეყანა უყვარს! - ასეთი განმარტება გააკეთა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარტიის განახლებულ წესდებაზე, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.

ზარქუას ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შიდაკონსულტაციით მიიღეს.

„შეჯერებულად გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ პოზიციიდან ჰქონდეს უფლებამოსილება, პარტიის პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს და შემდეგ პარტიის თავმჯდომარის ხელმოწერით პარლამენტს წარედგინოს.

იყო ამის საჭიროება და ასე გადავწყვიტეთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს