სერბეთის პრეზიდენტი - ჩვენ საკუთარი პერსპექტივა უნდა ვიპოვოთ, რომელიც ევროპულ მომავალს ან ჩინეთთან და რუსეთთან მეგობრობას საფრთხეს არ შეუქმნის

სერბეთმა საკუთარი პერსპექტივა უნდა იპოვოს, რომელიც ევროპულ მომავალს, ასევე, ჩინეთთან და რუსეთთან მეგობრობას საფრთხეს არ შეუქმნის , - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

„ჩვენ საკუთარი პერსპექტივა უნდა ვიპოვოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების დროს, ჩვენს ევროპულ მომავალს ან ჩინეთთან და რუსეთთან მეგობრობას საფრთხეს არ შეუქმნის“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა, პირობა დადო, რომ უახლოეს ხანში მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ ყოვლისმომცველ გეგმებსა და პროგრამებს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, რომელშიც ალექსანდრ ვუჩიჩის სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ სერბეთში არჩევნები გაყალბდა და არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მოეწყო.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში