სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს

სამების საკათედრო ტაძარში საღებავი შეასხეს წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

მანამდე, შესაბამისი ვიდეომასალა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სავარაუდოდ, საღებავია შესხმული.

ჯერჯერობით უცნობია მომხდართან დაკავშირებით რა რეაგირება მოახდინა საპატრიარქომ.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე