გივი მიქანაძემ პარიზში, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ 8-9 იანვარს, პარიზში კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომის მიზანი სერბეთიდან, ლუქსემბურგიდან, ბულგარეთიდან და ლიეტუვიდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა იყო.

„8 იანვარს, სერბეთისა და ლუქსემბურგის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა. შედეგად, სერბეთის წარდგენილ სიას კომიტეტმა ერთხმად უარი უთხრა და მიიღო გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინოს რეკომენდაცია სიის განუხილველობის და ახალი სიის წარმოდგენის თაობაზე.

რაც შეეხება ლუქსემბურგის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, მათთან გასაუბრების შემდეგ ფარული კენჭისყრა ჩატარდა და შედეგები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაეგზავნა.

9 იანვარს გაიმართა ბულგარეთისა და ლიეტუვის მიერ წარდგენილი კანდიდატების განხილვა და მათთან გასაუბრება. გასაუბრების შემდეგ ფარული კენჭისყრა ჩატარდა.

კენჭისყრის შედეგები საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსთვის წარდგენამდე კონფიდენციალურია და არ საჯაროვდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე