ალეკო ელისაშვილი - პრემიერისა და მინისტრების შეცვლა რეალურად არაფერს გამოიწვევს, „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, თუმცა პიარულად ხალხისთვის საინტერესოა, სისხლის გადასხმაა - როგორც ჩანს, ღარიბაშვილი წასვლას აპირებს

პრემიერისა და მინისტრების შეცვლა რეალურად არაფერს გამოიწვევს - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს შეცვლის, არსებითად არაფერი შეიცვლება, თუმცა პიარულად „ქართული ოცნებისთვის“ კარგი იქნება, რადგან ხალხში სიახლის განცდა გაჩნდება.

„პრემიერის შეცვლა, მინისტრების შეცვლა, მინისტრთა კაბინეტის გადასახალისებლად, რეალურად არაფერს გამოიწვევს. ღარიბაშვილს გაუშვებ და ღატაკიშვილს დანიშნავ, რა მნიშვნელობა აქვს? - "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება". მერამდენე პრემიერი-მინისტრი შეიცვლება, თუმცა ხალხისთვის ძალიან საინტერესოა, სუფთა პიარულად. განახლებასთან და სიახლესთანაა ასოცირებული, სისხლის გადასხმაა. არსებითად არაფერი შეიცვლება, მაგრამ ხალხში სიახლის განცდა გაჩნდება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ განახლებული წესდება, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლიტიკური საბჭო საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს, მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერის შეცვლას აპირებს.

„თუ ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის გაშვებას და ახალი პრემიერის დანიშვნას არ აპირებს, მაშინ გადაწყვეტილება რა საჭირო იყო. საპატიო თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და ცარიელ ადგილზე რატომ უნდა მოიგონო ასეთი რაღაც. როგორც ჩანს, აპირებს ღარიბაშვილი წასვლას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით საკუთარი მმართველობის ფორმალიზება მოახდინა და ეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან არის დაკავშირებული.

„როგორც ჩანს საქმე გვაქვს დეოლიგარქიზაციასთან და ევროკავშირის რეკომენდაციებთან. უნდა, რომ ეს ყველაფერი ფორმალურად მაინც შეიფუთოს სამართლებრივად და ისე აღარ იყოს, როგორც აქამდე იყო.

ევროპას, ცივილიზებულ სამყაროს აჩვენა, რომ „არ ვარ მე სადღაც დაკარგული, ისე არ ვმართავ, თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ. ფორმალიზება მოვახდინე ჩემი და გავასაჯაროე მმართველობა“, ესაა და ეს. ეს გარკვეული არგუმენტი იქნება დასავლეთისთვის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია