თორნიკე შარაშენიძე - შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ მართლაც განხეთქილებაა  და ეს ლოგიკურია, როდესაც ოპოზიცია ასეთი სუსტია, საკუთარი თავის ჭამას იწყებ - ჭკვიანი მმართველი ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ცუდი სცენარისთვის

საგარეო პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, ყოფილი-პრემიერ მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი, შეიძლება იყოს პარტიაში შიდა განხეთქილება ან რეგიონში სერიოზული რყევების მოლოდინი. ამის შესახებ შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

„პოლიტიკა ფასდება შედეგებით. გავა დრო და შევაფასებთ, რა მოყვა ამას [ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას]. ალბათ, ორი მიზეზია, რის გამოც დაბრუნდა: შეიძლება მმმართველ გუნდში, მართლაც, რაღაც განხეთქილებაა და ეს ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ, როდესაც ოპოზიცია ასეთი სუსტია, ასეთ დროს საკუთარი თავის ჭამას იწყებ, შიგნიდან.

მეორე მიზეზი: რთული წელი იქნება. არჩევნები არა მხოლოდ ჩვენთანაა. აშშ-ში არჩევნებმა, შეიძლება ცუდისკენ შეცვალოს უკრაინის ომი. ომი შეიძლება დასასრულისკენ წავიდეს. კარგი დასასრული ექნება თუ ცუდი, ორივე შემთხვევაში სერიოზული რყევა გველოდება რეგიონში.

შეიძლება ჩათვალა, რომ საჭიროა მისი უფრო მეტად ჩარევა პოლიტიკაში. ივანიშვილის ბუნება ხომ ვიცით?! - თავისთვის, ოჯახთან ერთად უყვარს ყოფნა“, - განაცხადა შარაშენიძემ და დასძინა, რომ „ჭკვიანი მმართველი ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ცუდი სცენარისთვის“.

მისივე მოსაზრებით, ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ჯობია ღიად მართოს ქვეყანა.

„ივანიშვილის პრობლემა იმაშია, რომ ოჯახში ყოფნა ურჩევნია, არ უნდა ყოველდღე კანცელარიაში იაროს. უნდა თუ არა, ჯობია ღიად მართოს ქვეყანა, ნაკლები შეკითხვები იქნება. დარწმუნებული ვარ, კვირაში ერთხელ კი არა თვეში ერთხელ არ მოჰკითხავდა ამათ არაფერს. ხანდახან ძალიან მნიშვნელოვან რამეზე შეიძლება აზრი გამოეთქვა. არ არის ისეთი ტიპის ნატურა, რომ მართვაში იყოს ჩართული“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ამასთან, ექსპერტმა ევროინტეგრაციაზე, საქართველოს პერსპექტივებზე და 9-პუნქტიან რეკომენდაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უკრაინაში ომის შედეგებზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება 9 პუნქტს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაში ომზე. უკრაინაში ომმა გახსნა შესაძლებლობის ფანჯარა და რა მოხდება უკრაინაში, ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თუ ეს ომი გაიწელა, ვინმე მიიღებს ევროკავშირში უკრაინას, ან მოლდოვას და ჩვენ? დიახ, დამოკიდებულია როგორ შეასრულებ დავალებას, მაგრამ უფრო მეტად დამოკიდებულია გეოპოლიტიკაზე. უკრაინას სტატუსი რომ მისცეს, რომელიმე პუნქტი შესრულებული აქვს? რა ნამუსით უნდა მოსთხოვო უკრაინას, რომ პუნქტები შეასრულოს? სად აქვს ამის თავი? ისეთი გეოპოლიტიკაა, რომ სტატუსი მისცეს, ეს არის რეალობა. ისევე როგორც, მეიდანმა გახსნა ასოცირების შეთანხმების მიღების შანსი. მადლობა ღმერთს გამოვიყენეთ. მაშინაც შესაძლებლობა უკრაინამ გახსნა“,- განაცხადა შარაშენიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა