რამაზ საყვარელიძე - შეიძლება „ქართული ოცნება“ გაიყოს და ეს იყოს ივანიშვილის ერთ-ერთი ამოცანა - არსებული ოპოზიციისგან ალტერნატივა ვერ შეიქმნება, „ქართული ოცნება“ გაორდება

შეიძლება „ქართული ოცნება“ გაიყოს და შეიძლება ეს გაყოფა იყოს ივანიშვილის ერთ-ერთი ამოცანა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, არსებული ოპოზიციისგან ალტერნატივა ვერ შეიქმნება და შეიძლება სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ „გაორდეს“.

„მოსალოდნელია ამ დიდი პარტიის დაშლა. არა იმიტომ, რომ თვითონ შიგნით აქვთ კონფლიქტები, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი შეიქმნას, რადგან არსებულმა ოპოზიციამ პოლიტიკური სპექტრის ფუნქცია, ანუ ხელისუფლების ალტერნატივის ფუნქცია ვერ შეასრულა.

არსებული ოპოზიციისგან ვერ შეიქმნება ალტერნატივა. „ქართული ოცნება“ გაორდება. სახელისუფლებო პარტიები არ გაორდა შევარდნაძის დროს და ზვიადის დროს? გვქონდა მაშინ ვერსია, რომ ჟვანია და სააკაშვილი დამოუკიდებელი ძალა გახდებოდნენ? ისეთი მდიდარი ისტორია გავიარეთ 30 წელიწადში, რომ კიდე არ უნდა გვიკვირდეს, არიქა, პარტია როგორ შეიძლება გაიყოსო, როცა ყველა პოლიტიკური პროგრესი საქართველოში გაყოფის ხარჯზე მოხდა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზს, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, შესაძლოა „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით მას აღარ ემორჩილებოდნენ.

„გამოჩნდება გუნდის შიგნით ვინ არ ემორჩილებოდა. არც მაშინ ჩანდა, რომ კვირიკაშვილი არ ემორჩილებოდა. ხომ ფაქტია, რომ მაშინ თქვა, „ჩემს ტელეფონს აღარ იღებსო [კვირიკაშვილი]“. გამოჩნდება ახლა ვინ არ იღებდა. ის, რომ მისი მართვის გავლენიდან შეიძლება ნელ-ნელა გასულიყვნენ ადამიანები, ეს ბუნებრივია. მშობლის გავლენიდანაც გადის შვილი, გარდამავალი ასაკი ჰქვია ამას. მშობელი ამბობს ხოლმე „მე გაგაჩინე და გაგზარდეო“ და ამანაც მე გაგაჩინეთ და გაგზარდეთო“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა