ნიკა ჩიტაძე - ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი ფაქტორი რუსეთია, ღმერთმა ქნას, არ ვიყო მართალი - ალბათ, პრეტენზიები წაუყენეს: „შენმა გუნდმა დავალება ვერ შეასრულა, საქართველომ მიიღო სტატუსი“ - იმიტომ გამოჩნდა, რომ საქმე დაალაგოს

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია, რომ პარტიამ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

როგორც ნიკა ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, იმიტომ, რომ „კიდევ ერთხელ გააქარწყლოს მოსაზრება, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი“.

„რამდენიმე მიზეზი არსებობს რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში. პირველი, ალბათ, მას სურს კიდევ ერთხელ გააქარწყლოს მოსაზრება, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი. როგორც ვიცით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას. ამ შემთხვევაში, ის განაცხადებს, რომ მე არ ვარ ოლიგარქი, პარტიული თანამდებობა მიკავია. ამასთან, ის შეშფოთებულია, რომ მის გარემოცვაში მყოფი ფარცხალაძე, ე.წ. მოსამართლეები დაასანქცირეს. ის ასევე, შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა - პოლიტიკურმა ელიტამ გარკვეულწილად მათ უფლებამოსილებებს ნამეტანი გადაამეტეს. ხან ვთქვათ, 40 000 ევროდ თვითმფრინავით ამერიკაში დაფრინავენ, ხან თავიან მეუღლეს და სიდედრს ბაკურიანში მიწის ფართობებს უფორმებენ, ასევე, აქ საუბარია, ტენდერებში გამარჯვებაზე. ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა მათ გარკვეულწილად ნება დართო - „კი, ჩემი ერთგული იყავით და გარკვეულ შესაძლებლობებს მოგცემთ“, მაგრამ მათ კორუფციულ გარიგებებში ზედმეტი ჩართვა მოუვიდათ და ამასთან, ივანიშვილის თანხმობის გარეშე“, - აღნიშნა ჩიტაძემ.

ამასთან, ჩიტაძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლო მიზეზი იყოს ის, რომ საქართველომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით წინ ვერ წაიწიოს.

„კიდევ ერთი ფაქტორი, ღმერთმა ქნას, რომ ამ სიტყვაში მართალი არ ვიყო, რუსეთის ფაქტორია. ალბათ, რაღაც პრეტენზიები წაუყენეს ივანიშვილს, რომ „აი შენმა გუნდმა დავალება ვერ შეასრულა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო“. შესაძლებელია, ივანიშვილი გამოჩნდა, იმიტომ, რომ მან საქმე ისე დაალაგოს, რომ საქართველომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით წინ ვერ წაიწიოს.

ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. ვთქვათ, ან გაურიგდეს რუსეთს, ან დასავლეთს. იმიტომ, რომ თუ „ქართული ოცნება“ კარგავს ძალაუფლებას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ივანიშვილს საქართველოში არ დაედგომება. 2024 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები წმინდა პროპორციული წესით ტარდება, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება უმრავლესობის მიღება, თუმცა მას, რა თქმა უნდა, აქვს შანსი.

ბიძინა ივანიშვილი არ აღირებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა ან ვიღაც კორუფციულ საქმიანობაში არის ჩართული. ახლა შეამჩნია, რომ თურმე კორუფცია ყოფილა?“, - განაცხადა ჩიტაძემ.

ასევე, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა