სამხედრო სამედიცინო ცენტრი ლოიდ ოსტინის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სამხედრო სამედიცინო ცენტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „თეთრ სახლში დღეს დილამდე არავინ იცოდა, რომ მდივან ოსტინს პროსტატის კიბო ჰქონდა და პრეზიდენტს მაშინვე შეატყობინეს, როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

მანამდე, ვალტერ რიდის ეროვნულმა სამხედრო სამედიცინო ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ლოიდ ოსტინი პროსტატის კიბოს დიაგნოზით მკურნალობს და განიცადა გართულებები, რის გამოც ის 1-ელ იანვარს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბო დეკემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს და მინისტრმა 22 დეკემბერს "მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურა" ჩაიტარა. 1-ელ იანვარს ოსტინი ხელახლა გადაიყვანეს საავადმყოფოში გართულებების გამო და მას საშარდე გზების ინფექცია აღმოაჩნდა.

კითხვაზე, რატომ არ გაამჟღავნა ოსტინმა, რომ მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ სიტუაცია "ღრმად პირადულია“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ