ჩინეთის პრეზიდენტი - პლანეტის მომავალი მოითხოვს, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უფრო სტაბილური იყოს

პლანეტის მომავალი მოითხოვს, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უფრო სტაბილური იყოს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინმა ამერიკელ მეგობარს, სარა ლანდეს, რომელსაც პირველად 1985 წლის მაისში შეხვდა, წერილი მისწერა.

„ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე დიდი, განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებია და ამ პლანეტის მომავალი და ბედი მოითხოვს, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები უფრო სტაბილური, უკეთესი იყოს“, - ნათქვამია სი ძინპინის წერილში.

ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკელ მეგობარს ბოლოს 2023 წლის ნოემბერში, სან-ფრანცისკოში სი ძინპინისთვის გამართულ ვახშამზე შეხვდა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა