ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ გასულ ღამეს „ჰამასის“ 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ გასულ ღამეს „ჰამასის“ 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ გასულ ღამეს „ჰამასის“ 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. მათივე ინფორმაციით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ათობით მებრძოლი.

ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციები გრძელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას მათი 186-ე სამხედრო დაიღუპა.