კახა კალაძე - მადლობა ყველას, ვინც დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებების განხორციელებაში იყო ჩართული

საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რასაც მოწმობდა დამთვალიერებლების დიდი რაოდენობა და საერთაშორისო გამოცემების გამოხმაურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მანვე საახალწლო დღესასწაულის შექმნაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა.

„2024 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა, რომელიც 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 60 თანამშრომელი, რომლებიც საახალწლო ღონისძიებების ლოკაციებზე მუდმივ რეჟიმში წესრიგის, უსაფრთხოებისა და პიროტექნიკის გამოყენება-რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფდნენ. მადლობას ვუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისიდან დედაქალაქის მორთვასა და გალამაზებაში არიან ჩართული, საახალწლო ღონისძიებების ადგილებში კი სისუფთავისა და განათებების გამართულობას მუდმივად უზრუნველყოფენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „საახალწლო სოფლის“ შენებაში ბიზნეს სექტორისა და კონცერტში მონაწილეების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საახალწლო სოფლის“ შენებაში გაწეული უდიდესი წვლილისთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „საქართველოს ბანკი“, „კოკა-კოლა“ და „ვისოლ ჯგუფი“. მადლობა კერძო კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებების იერსახის შექმნაზე იზრუნეს. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისთვის, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მადლობა მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე ღონისძიებების ყოველდღიური გაშუქებისთვის. ღონისძიებებში წელს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა: მუსიკალური ჯგუფები, გუნდები, საბავშვო სტუდიები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, საესტრადო შემსრულებლები, ანიმატორები და სხვა. წელს განსაკუთრებულად დიდი ინტერესი იყო საახალწლო ბაზარში მონაწილეობაზე. ამ 23 დღის განმავლობაში, ჯამურად წარმოდგენილი იყო 289 მეწარმე და 164 კვების ობიექტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“