ექიმი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულზე - პაციენტი კვლავ რეანიმაციაშია, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესების გარეშე - სავარაუდოდ, დღეს ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს

„ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის რეანიმატოლოგის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში ცოლი მოკლა, კონტაქტურია, თუმცა დღეს ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს.

როგორც ნინო ცეცხლაშვილი აღნიშნავს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური რჩება, გაუარესების გარეშეა.

„პაციენტი კვლავ რეანიმაციაში იმყოფება, გუშინ მას კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გულის ჭრილობა იყო, რომელიც გაიკერა. ამ დროისთვის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური რჩება, გაუარესების გარეშე. პაციენტი კონტაქტურია. სავარაუდოდ, დღეს ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს. დღეს პაციენტის დაკითხვა არ მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მასთან საბადრაგო სამსახურია“,- აღნიშნავს ექიმი.

ცნობისთვის, ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე