ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

„ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია ჩვენი სანდო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან. დღეს ვილნიუსში ვიმყოფები, შემდეგ ტალინსა და რიგას ვეწვევი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, იგი ლიეტუვის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სეიმის სპიკერთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, მედიის, პოლიტიკური ძალებისა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

„რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მთელი 10 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს და განსაკუთრებით ახლა, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის უკომპრომისო მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება