ერაყის პრემიერ-მინისტრი - ერაყს ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის გასვლა სურს

ერაყს ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის გასვლა სურს, - ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა განაცხადა.

„აუცილებელია ამ ურთიერთობის რეორგანიზაცია, რადგან იგი რომელიმე მხარის, შიდა თუ გარე, ერაყისა და რეგიონის სტაბილურობის შერყევის მიზანი არ აღმოჩნდეს. მოდით კოალიციის გასვლის ვადაზე შევთანხმდეთ, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, სწრაფი უნდა იყოს, რათა ისინი აქ დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩნენ და თავდასხმები არ განმეორდეს“, - განაცხადა ალ-სუდანმა.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის ყოფნა დესტაბილიზაციას იწვევს, რადგან ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელების საფრთხე არსებობს.

„ღაზაში ომის დასრულება ერთადერთი გამოსავალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მსოფლიოსთვის მგრძნობიარე რეგიონში, რომელიც ენერგეტიკული რესურსების დიდ მარაგს ფლობს, კონფლიქტის არეალის გაფართოებას ვიხილავთ“, - აღნიშნა ერაყის პრემიერ-მინისტრმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა