პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სტალინიცაა გამოსახული

პოლონეთის საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

ამის შესახებ განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ - 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამების ტაძარში განთავსებულია წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული. ხატს გუშინ საღებავი შეასხეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე