თეონა ჭალიძე - უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის  კრიტერიუმები ბუნდოვანია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტერიუმები ბუნდოვანია.

მისივე თქმით, სახელმწიფოს უსახლკაროთა ერთიანი ბაზა არ აქვს, შესაბამისად, ნებისმიერი პროექტი, რაც ამ მიმართულებით განხორციელდება, ფრაგმენტული იქნება და არა სისტემური, რაც მის ეფექტიანობაზე აისახება.

„მხოლოდ მრავალშვილიანებზე აქცენტი არ არის სწორი, რადგან შესაძლოა ორი შვილი მარტოხელა დედა უფრო მძიმე მდგომარეობაში იყოს, ვიდრე მრავალშვილიანი რომელიმე სხვა ოჯახი. შესაბამისად, უსამართლო იქნება ის, რომ ვისაც უფრო მეტად სჭირდება ის შეიძლება ამ სიის მიღმა დარჩეს. კრიტერიუმები ბუნდოვანია, თუ ვის შეეხება პროგრამა, რადგან თუ ისინი სოციალური მომსახურების ბაზით, სოციალურად დაუცველის სტატუსით და შესაბამისი ქულებით ხელმძღვანელობენ, ეს არაა საკმარისი, რადგან ამ პროგრამის მიღმა დარჩენილია ბევრი ძალიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ ერთი კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია და მისი შეფასება ვერ ხდება. ამის გამო, ყველანაირი დახმარების სერვისის გარეშეა დარჩენილი. ობიექტურად არის რისკები, წინასაარჩევნო მიზნებისთვის ხომ არ იქნება გამოყენებული, კრიტერიუმების ბუნდოვანების გამო, შესაძლოა, ნეპოტიზმით იქნეს შერჩეული ოჯახები ან პარტიული ნიშნით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა და ბიუჯეტიდან როცა იხარჯება თანხა, რა თქმა უნდა, მეტი გამჭვირვალობა და სიცხადეა საჭირო“, - აცხადებს თეონა ჭალიძე, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, მთავრობამ უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ განკარგულების პროექტი დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-ამდე ოჯახს ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო