მაჰმუდ აბასი ენტონი ბლინკენს - ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია

ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტოს WAFA-ს ცნობით, მაჰმუდ აბასმა ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პალესტინელების ღაზიდან და დასავლეთ ნაპირიდან გადასახლება არ უნდა მოხდეს.

რამალაში გამართულ შეხვედრაზე მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის მოწვევისკენ მოუწოდა, „რათა ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია დასრულდეს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პოზიციას, რომლის მიხედვითაც თეთრი სახლი პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას უჭერს მხარს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია