ენტონი ბლინკენი - წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება

წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას “შედეგები მოჰყვება”. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბაჰრეინში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა.

“არ დავწერ და წინასწარ არ განვიხილავ რამეს, რაც შეიძლება მოხდეს. ნათელი გავხადეთ, სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ნათლად ვამბობდით, რომ თუ ეს გაგრძელდება, როგორც გუშინ მოხდა, ამას შედეგები მოჰყვება”, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რეგიონული კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასარიდებლად “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გავცეთ ისეთ რამეს, როგორიცაა „ჰუსიტების“ მხრიდან მომავალი აგრესია”.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰუსიტების“ თავდასხმების მიერ შექმნილმა საფრთხემ საერთაშორისო კოალიცია შეკრა, რომელიც ამას დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, 9 იანვარს ამერიკულმა და ბრიტანულმა გემებმა 21 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, რაც დღემდე „ჰუსიტების“ მხრიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. თავდასხმის შედეგად გემები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ