გივი მიქანაძე პარიზში იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს სურია საად-ზოის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გივი მიქანაძემ სურია საად-ზოის ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ახალგაზრდობის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაზე, 2024 წლიდან ახალგაზრდობის სააგენტოს გადასვლაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და პარლამენტში ანალოგიური ცვლილებების თაობაზე საკომიტეტო დონეზე.

„იუნესკოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ისაუბრეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობაში მმართველი გუნდის ინიციატივით შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საჯარო სექტორში სტაჟირება გახდა ოფიციალური და ჩაითვალა სამუშაო სტაჟში, 2024 წლიდან კი ანაზღაურებადი გახდა. სურია საად-ზოიმ მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდობის სექტორში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და განსაკუთრებით აღნიშნა სტაჟირების კუთხით მიღწეული პროგრესი.

იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ინფორმაციის რეგულარულად ურთიერთგაცვლის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე შეთავაზებული იქნა ახალგაზრდობის საკითხებზე იუნესკოს პილოტირების სქემაში საქართველოდან ორი მუნიციპალიტეტის ჩართვა, აგრეთვე, სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობაზე მზადყოფნა. შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ქარჩავა ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება