ბექა დავითულიანი - დანიის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებების გაკეთება მოუწევს

დანიის ელჩის საქციელი სრულიად მიუღებელია, შიდა პოლიტიკურ პროცესებში და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მისი საქმე არ არის! - ამაზე მას საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებების გაკეთება მოუწევს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი საქართველოში დანიის ელჩის ოპ-ედს, სადაც ივანიშვილს არაფორმალურ მმართველს უწოდებს.

დავითულიანის აზრით, „საქართველოში აკრედიტირებულ ზოგიერთ დიპლომატს საკუთარ უფლებამოსილებებზე ცოტა მცდარი წარმოდგენა აქვს“.

„ისინი შიდა პოლიტიკურ პროცესებში მათი უფლებამოსილებების მიღმა ზედმეტ ჩარევასა და ზედმეტი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას ცდილობენ ხოლმე, რაც მათი საქმე ცალსახად არ არის. დანიის ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადება სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. იმ ფონზე, როცა ევროკავშირი პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისკენ და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოგვიწოდებს, თავად ქმნის დეზინფორმაციის საფუძველს და რადიკალურ მედია საშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს აძლევს საზრდოს, რომ პროცესების რადიკალიზაციისკენ გადადგან ნაბიჯი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

მათივე ცნობით, ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.

„მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს“, - წერს ელჩი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე