ანალენა ბერბოკი - სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი დაძაბული ვითარებით ევროპა შეშფოთებულია

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი დაძაბული ვითარებით ევროპა შეშფოთებულია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„ინციდენტები, რომლებსაც უკანასკნელ თვეებში ჰქონდა ადგილი, როდესაც ჩინეთის სანაპირო დაცვამ ფილიპინების გემების წინააღმდეგ ლაზერები და წყლის ჭავლი გამოიყენა, ჩვენთვის ევროპაში, შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენრიკე მანალოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ქმედებები სხვა სახელმწიფოების ეკონომიკურ უფლებებს არღვევს.

„ჩვენ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგული ვართ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა