მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა დაიწყო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა დაიწყო.

სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს.

„ეს საქმე ჩვენი საერთო ჰუმანურობის არსს უსვამს ხაზს, როგორც ეს გენოციდის კონვენციის პრეამბულაშია გამოხატულია. სამხრეთ აფრიკა ამტკიცებს, რომ ისრაელმა კონვენციის II მუხლი დაარღვია“, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ადვოკატმა, ადილა ჰასიმმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ბრალდებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლო უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია