სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაკანონების პროცესი გრძელდება. კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„ვუერთდები ამ ადამიანების სიხარულს. 3 000-ზე მეტი ოჯახია საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას განვაგრძობთ. ჯერ კიდევ რჩება ამ მიმართულებით გამოწვევები, თუმცა ყველა ოჯახს ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მათთან საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას