„კმაზული“ - ხორცპროდუქტების ახალი ბრენდი

ქართული ხორცპროდუქტების ბაზარზე ახალი ბრენდი „კმაზული“ გამოჩნდა. „კმაზულის“ ბრენდმა ფუნქციონირება ყველაზე პოპულარული პროდუქტით, საუცხოოდ შეკმაზული, გემრიელი სოსისების წარმოებით დაიწყო.

საქართველოს ბაზარზე მზა ხორცპროდუქტების მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, ადგილობრივი რესურსი კი არასაკმარისია, ამის შედეგად ბაზარზე იმატა იმპორტირებულმა ბრენდებმა. როგორც საწარმოში აცხადებენ, სწორედ ეს იყო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რის შედეგადაც ხორცპროდუქტების ახალი ბრენდი შექმნეს. ადგილობრივი ფერმერები, ამ ეტაპზე, სოსისის ორ სახეობას, ივერიას და რძიანს ამზადებენ, სახეობების დამატებაზე კი პარალელურ რეჟიმში მუშაობენ.

„მომხმარებელს, ახალი ტექნოლოგიით და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით დამზადებულ ხორცპროდუქტებს ვთავაზობთ „კმაზულის“ სახელით. ადგილობრივი წარმოება, საშუალებას გვაძლევს ჩვენს პარტნიორ ფერმერებთან მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ და ამგვარად, უსაფრთხო და გემრიელი პროდუქტი ვაწარმოოთ, ხელისაწვდომ ფასებში.“ - აცხადებენ საწარმოში.

ადგილობრივი ხორცპროდუქტების საწარმოსთვის, ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კორპორატიული მომსახურება და ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობაა. ნებისმიერი ტიპის სასტუმროს, რესტორანსა თუ კვების ობიექტს, რომელიც დაინტერესებულია ქართული ხორცპროდუქტების შეძენით, „კმაზული“ ინდივიდუალურ თანამშრომლობას და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.

ახლო მომავალში, „კმაზულის“ საქონლისა და ქათმის სოსისების შეძენა მარკეტებსა და სუპერმარკეტებშიც იქნება შესაძლებელი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება