სამხრეთ აფრიკა - ღაზაში ისრაელის ქმედებები გენოციდის განზრახვაზე მიუთითებს

სამხრეთ აფრიკა ისრაელს ადანაშაულებს ქცევაში, რომელიც გენოციდის განზრახვაზე მიუთითებს.

„ყველა ეს ქმედება ინდივიდუალურად და ერთობლივად ქმნის ისრაელის ქცევის გათვლილ ნიმუშს, რომელიც მიუთითებს გენოციდის განზრახვაზე. ეს განზრახვა აშკარაა ისრაელის საქციელიდან“, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ადვოკატმა ადილა ჰასიმმა ჰააგაში, სადაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა მიმდინარეობს.

„ღაზაში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიც ფართომასშტაბიან, სასიკვდილო განადგურებას იწვევს, უსაფრთხო ზონების შექმნა პალესტინელებისთვის თავშესაფრის მოსაძებნად და შემდეგ მათი დაბომბვა. ღაზაში მცხოვრები პალესტინელებისთვის ძირითადი საჭიროებების - საკვების, წყლის, ჯანდაცვის, საწვავის და კომუნიკაციების საშუალებების წართმევა, სოციალური ინფრასტრუქტურის, სახლების, სკოლების, მეჩეთების, ეკლესიების, საავადმყოფოების განადგურება და დიდი რაოდენობით ბავშვების მკვლელობა, მძიმედ დაშავება და ობლად დატოვება. გენოციდს წინასწარ არასოდეს აცხადებენ, მაგრამ ამ სასამართლოს აქვს ბოლო 13 კვირის მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ აჩვენებენ ქცევის ნიმუშს და მასთან დაკავშირებულ განზრახვას, რომელიც ამართლებს დამაჯერებელ ბრალდებას გენოციდურ ქმედებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა.

სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს. ისრაელი სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმეს უსაფუძვლოს და ცილისწამებას უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მხარეს ხვალ სასამართლოში სამი საათი ექნება იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს დაუპირისპირდეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია