ზურაბ ჭიაბერაშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა საკვანძოა, რომ შევბოჭოთ "ქართული ოცნების" თავგასულობა არჩევნებზე - გვინდა, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები გაზაფხულის დასაწყისიდანვე ჩამოვიდნენ

რაკი საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე დგას, ბუნებრივია, ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტად გვაკვირდებიან გამადიდებელი შუშით - საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა არის საკვანძო, რომ შევბოჭოთ "ქართული ოცნების" თავგასულობა არჩევნებზე , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციამ ოპოზიციასთან შეხვედრა გამართა.

"წლის განმავლობაში რეგულარულად იქნება დასავლეთიდან ასეთი ვიზიტები, იმიტომ, რომ რაკი ქვეყანა და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის გზაზე დგას, ბუნებრივია, ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტად გვაკვირდებიან გამადიდებელი შუშით. რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა არის საკვანძო, რომ შევბოჭოთ ქვეყნის შიგნიდანაც და ქვეყნის გარედანაც "ქართული ოცნების" თავგასულობა არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც," - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილია, რომ გრძელვადიანმა სადამკვირვებლო მისიამ ქვეყანაში მუშაობა გაზაფხულიდან დაიწყოს.

"ჩვენ გვინდა, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ. უკვე გაზაფხულის დასაწყისიდანვე, რათა ყველა პრობლემას აღირიცხონ. ის თუ რა ხდება იანვარში, თებერვალში და მარტში, ასევე, ახდენს გავლენას იმაზე, თუ რა მოხდება არჩევნების დღეს ოქტომბერში," - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა