ლევან ხაბეიშვილი - მუდმივად დასავლელ პარტნიორებს იბარებენ ყურის ასაწევად - ამ ხალხს მიმართულებები აქვთ არეული, ქართველი ხალხი აუცილებლად გაუსწორებს

ცოტა აკლიათ ამათ, მართლა გეუბნებით, მუდმივად დასავლელ პარტნიორებს იბარებენ ყურის ასაწევად, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო საქართველოში დანიის ელჩის უწყებაში დაბარების ფაქტს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების „ისტერიკა და გამოხტომები“ მათ სახეს კარგად აჩვენებს.

„გვახსოვს, პრეზიდენტ სააკაშვილს რომ ჯილდო გადასცეს, მაშინაც დაიბარეს კონკრეტული ელჩი. ოლიგარქია ივანიშვილი და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გადახედეთ მთავრობას: მისი პირადი თანაშემწე - პრემიერ-მინისტრია; თავდაცვის მინისტრი - „ქართუ ბანკის“ თანამშრომელი; შსს მინისტრი - მისი პირადი დაცვის წევრი, ჯანდაცვის მინისტრი - „ქართუ“-ს თანამშრომელი. ფულის საშოვნელ დაზგად აქცია სამთავრობო მაგიდა. იქ რომ სხედან, ეს ადამიანები, მთავრობას კი არ წარმოადგენენ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენენ. ამ ფონზე კალაძის ისტერიკა და კონკრეტული ადამიანების გამოხტომები და თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე, კარგად აჩენს მათ სახეს. ამ ხალხს მიმართულებები აქვთ არეული და შეცვლილი, ქართველი ხალხი აუცილებლად გაუსწორებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ ასცდება.

ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა ხალხმა პირველად, როცა 7-8 მარტს, რუსული კანონი „დააღეჭინა“. პირდაპირი მნიშვნელობით აიღო ბიძინა ივანიშვილმა მისი კანონი, დაღეჭა და გადაყლაპა. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა. ამის შემდეგ კანდიდატის სტატუსი მიიღო საქართველომ და ეს იყო კიდევ ერთი სანქცია ბიძინა ივანიშვილისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ყველაფერს უყურებენ და ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ ასცდება. დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა