ენტონი ბლინკენის განცხადებით, პალესტინური სახელმწიფოს შექმნისკენ გზის ჩამოყალიბება საუკეთესო საშუალებაა რეგიონის სტაბილიზებისა და ირანის იზოლირებისთვის

პალესტინური სახელმწიფოს შექმნისკენ გზის ჩამოყალიბება საუკეთესო საშუალებაა რეგიონის სტაბილიზებისთვისა და ირანის იზოლირებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ორი გზის წინაშე დგას.

“[პირველის შემთხვევაში ვნახავთ] ინტეგრირებულ ისრაელს, უსაფრთხოების გარანტიებითა და ვალდებულებებით რეგიონის ქვეყნებისგან, ისევე როგორც შეერთებული შტატებისგან, და პალესტინურ სახელმწიფოს - როგორც მინიმუმ გზას ამ სახელმწიფომდე მისასვლელად.

მეორე გზაა გავაგრძელოთ, ვუყუროთ ტერორიზმს, ნიჰილიზმს, „ჰამასის“, „ჰუსიტების“, „ჰეზმოლას“ მიერ ნგრევას, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს.

პირველ გზას თუ გავყვები… ეს საუკეთესო გზაა ირანისა და მარიონეტების იზოლირებისთვის, მარგინალიზებისთვის, რომლებიც ამდენ პრობლემას ქმნიან - ჩვენთვის და პრაქტიკულად ყველა დანარჩენისთვის რეგიონში”, - განაცხადა ბლინკენმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ