ფიქრია ჩიხრაძე - ევროკავშირი  ითხოვდა ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას - ივანიშვილი მიხვდა, რომ ამ წნეხს ვერ გაუძლებდა და „დებიძინიზაციის“ ნაცვლად „რებიძინიზაცია“ მოხდა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების რეაქცია საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, გადაჭარბებულია.

როგორც ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ხელისუფლებას არ მოსწონს რუსეთის ხსენება საკუთარი მისამართით, მაგრამ რუსულ საქმეს აკეთებს ყოველ დღე.

„ევროკავშირის ქვეყნები თავიანთი საელჩოების მეშვეობით იღებენ ობიექტურ ინფორმაციას და ობიექტური ინფორმაცია არის ასეთი: ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა, ის არის ოლიგარქი. მაინცდამაინც რუსეთის ხსენება საკუთარი მისამართით არ მოსწონთ, მაგრამ რუსულ საქმეს აკეთებენ ყოველ დღე. აქედან გამომდინარე გადაჭარბებული მგონია მათი (ხელისუფლების) რეაქცია დანიის ელჩის მიმართ.

უნდათ, რომ პოლიტიკაში შემობრუნებულ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შესთავაზონ, რომ მზად არიან ყველაფერს ხელი მოაწერონ იმის გამო, ოღონდ მის რეპუტაციას არაფერი შეეხოს. ამისთვის ირაკლი ზარქუა მზად არის მთელ დემოკრატიულ სამყაროს ომი გამოუცხადოს“, - განაცხადა ჩიხრაძე.

ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მოტივზე და აღნიშნა, რომ ყოფილი-პრემიერ მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, დაბრუნება ნიშნავს „რებიძინიზაციას“, რაც არ ნიშნავს არაფორმალური მმართველობის დასრულებას.

„ოლიგარქის პირობებში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს იყო ავანსი. ევროკავშირი ითხოვდა საქართველოში დებიძინიზაციას, ანუ ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ ფიქრობს ამ მმართველობის დასრულებას, მაგრამ გქონდეს ევროკავშირის წევრობის ქვეყნის კანდიდატის სტატუსი და ამავდროულად გრძელდებოდეს არაფორმალური მმართველობა, შეუთავსებელია. დარწმუნებული, ვარ რომ იყო გზავნილები ევროკავშირის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ან ივანიშვილი მიხვდა, რომ ამ წნეხს ვერ გაუძლებდა და დებიძინიზაციის ნაცვლად რებიძინიზაცია მოხდა. ეს არ ნიშნავს არაფორმალური მმართველობის დასრულებას. ეს დაფიქსირდა იმისათვის, რომ ივანიშვილს ლეგიტიმური პასუხისმგებლობა რაღაცაზე აეღო“,- განაცხადა ჩიხრაძემ და დასძენს, რომ „ივანიშვილი არ გახდა პარტიის თავმჯდომარე, რომ ამით პასუხისმგებლობა არ აეღო. მან ისეთი სტატუსი შეარჩია, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს“.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა