ნატა ფერაძე - რამდენიმე დღე გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას, შსს-ს ოფიციალურად უნდა მივმართოთ, ვიდრე საფრთხე იქნება, დაცვა უზრუნველყოს

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, საკუთარი ინიციატივით საცხოვრებელი სახლი დატოვა და უსაფრთხო ადგილას გადავიდა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ნატა ფერაძემ განაცხადა, რომ საცხოვრებელი 2-3 დღით დატოვა, ვიდრე შსს-ის მიერ დაცვით არ იქნება უზრუნველყოფილი.

„გუშინ მარბევდნენ, დღესაც შეიკრიბნენ და შაბათსაც იკრიბებიან. რამდენიმე დღე უბრალოდ გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას. დღეს, სამ საათზე, რუსთაველის მეტროსთან იყო აქცია დაგეგმილი, შაბათს კიდევ „ალტ-ინფოს“ აქციაა დაგეგმილი.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მდარაჯობდა შსს და ახლა ოფიციალურად უნდა მივმართოთ, რომ ვიდრე საფრთხე იქნება, დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. საია-სთან ერთად ვაკეთებთ საბუთებს ამ საკითხზე. ამჯერად ჩემი ინიციატივით წამოვედი, მაგრამ დიდი ხანი ვერ ვიცხოვრებ, აქ ვიქნები 2-3 დღე, სანამ გაირკვევა შსს-სთან ურთიერთობა“, - განაცხადა ნატა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, 10 იანვარს, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ. ისინი ნატა ფერაძის მიერ მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმას აპროტესტებდნენ. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ნატა ფერაძის სახლში ასვლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს