საუდის არაბეთი აშშ-სა და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ესკალაცია

საუდის არაბეთი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს წითელი ზღვის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების და იემენში სხვადასხვა ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გამო, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საუდის არაბეთი ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თავი აარიდონ დაძაბულობის ესკალაციას.

„მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ხაზს უსვამს წითელი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას, სადაც ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო მოთხოვნაა, რადგან ის ზიანს აყენებს მთელი მსოფლიოს ინტერესებს, ის მოუწოდებს თავშეკავებისა და ესკალაციის თავიდან აცილებისკენ იმ მიმდინარე მოვლენების ფონზე, რისი მოწმეც რეგიონია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურეს, რომ იემენში "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა და ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია