ლოიდ ოსტინი - იემენში განხორციელებული დარტყმების მიზანი „ჰუსიტების“ შესაძლებლობების მოშლა იყო

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო მოეშალათ „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ.

ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე იყო „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა და სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები.

„კოალიციის დღევანდელი ქმედება მკაფიო გზავნილს უგზავნის „ჰუსიტებს“, რომ ისინი კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან, თუ არ დაასრულებენ უკანონო თავდასხმებს“, - აღნიშნულია ლოიდის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრმა საავადმყოფოდან გასცა ბრძანება და გააკონტროლა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმების განხორციელება.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს