თეთრი სახლი - დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა იზრდება

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა რისთვისაც დაფინანსება იყო გამოყოფილი, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ასეთი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა.

„დიახ. ჩვენ გავეცით მარაგში არსებული დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც დაფინანსება გვქონდა“, - თქვა კირბიმ.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარება შეჩერებულია და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს.

„დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით, ახლა უკვე შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა იმოქმედოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნაზე, რათა შემდგომი დაფინანსება მივიღოთ“, - განმარტა ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, უკრაინას დახმარება ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით კი ზამთრის თვეებში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია