ირანი და „ჰეზბოლა“ იემენზე განხორციელებულ ავიაიერიშებს გმობენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებულ ავიაიერიშებს გმობს და იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევად აფასებს.

„თავდასხმებს არავითარი შედეგი არ ექნება, გარდა რეგიონში დაუცველობისა და არასტაბილურობის გაღვივებისა“, - აღნიშნა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ კანანმა.

იემენზე განხორციელებული ავიაიერიშები ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამაც“ დაგმო.

„ამერიკული აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ სიონისტური მტრის მიერ ღაზასა და რეგიონში ჩადენილი ტრაგედიებისა და ხოცვა-ჟლეტის სრული პარტნიორია“, - აცხადებენ „ჰეზბოლაში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა