შალვა პაპუაშვილი - გახარიას პარტია კომიკურობამდეა მისული - ეს არის ისტერია, შემთხვევა, როცა „ქურდს, ქუდი ეწვის“ - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, ბევრი ჩავარდა ასეთ ისტერიაში

ეს არის ისტერია, ეს არის ის შემთხვევა, როცა „ქურდს, ქუდი ეწვის“. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, ბევრი ჩავარდა ასეთ ისტერიაში, ეს არის მათი ისტერიული გამოხტომების შედეგი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შეთავაზებას, რომ მასთან დებატებში დაჯდეს.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, გიორგი გახარია და მისი პარტია კომიკურობამდე არიან მისული.

„აბსოლუტურ ისტერიას ვხედავთ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა. ამ ისტერიიდან გამომდინარე ამ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი აქტიურადაა ჩართული, იქნება ეს, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფლანგები - „ლელოს“ თუ გახარიას პარტიის სახით. რაც შეეხება თავად გიორგი გახარიას და მის პარტიას, ვფიქრობ, უკვე კომიკურობამდეა მისული მათი აქტივობები, განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში აბსოლუტურად დამსგავსებული არიან რაღაც კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიფიკაციური ფილმის პერსონაჟებს. თავად საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო.

სხვა დროსაც ვთქვი, ზოგადად, რენეგატის გზა, რთული გზაა, ეს ის გზაა, როცა შუბლის ძარღვი წყდება, ამ დროს, უკვე ბევრი რამის კადრება შეიძლება. ვინმე თუ დააკვირდება გიორგი გახარიას და აღწერს მის სახეცვლილებას, ვფიქრობ, კარგი აღწერა გამოვა, თუ რას ნიშნავს, შუბლის ძარღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა. საბოლოო ჯამში, ასეთი პერსონაჟები იმით ამთავრებენ, რომ კომიკური პერსონაჟები ხდებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა