ანა ბუჩუკური - კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს - მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება

მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი - კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს - მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძეს უპასუხა.

ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან "ქართული ოცნების" ლიდერები და გახარიასთან დაკავშირებულ საკითხზე თავად ივანიშვილმა უნდა ისაუბროს საჯაროდ.

"მე არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური "ფოლოვერი" ყოფილა „ტიკ-ტოკზე“. ვურჩევდი, გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება, მძიმე ეტაპი აქვს ცხოვრებაში და კიდევ უფრო დაუმძიმდება სამწუხაროდ. ჩემი „ტიკ-ტოკის“ ვიდეოების ყურებით განიმუხტება.

რაც შეეხება დანარჩენს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მინიონები რას იტყვიან. მთავარია ის, აპირებს ბრალდებებზე, რაც ისმის ივანიშვილის მხრიდან სამი წელია გახარიას მიმართ, აიღოს ანგარიშვალდებულება და საზოგადოების წინაშე თავად ისაუბროს, თუ აპირებს ისევ დაიმალოს და ამ მინიონებით გააგრძელოს საუბარი. მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეთავაზებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „აქსიომური ჭეშმარიტებაა, რომ გახარია მოღალატეა“.

„არ გვაქვს კითხვები, რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ლომჯარიას კარნახით - დებატებზე ნუ გაიქაჩება და „ეტიკტოკოს“ ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის ბოლო თვეებს ითვლიან“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს