დავით ხაჯიშვილი - აბსურდული იყო მიზეზი, რის გამოც კეკელიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ეს შეიძლება დავუკავშიროთ პოლიტიკურ ნაბიჯს და წინასაარჩევნო რეპრესიებს

„ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი გიორგი კეკელიძის მიმართ, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნაბიჯი და წინასაარჩევნოდ მიღებული რეპრესიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

ხაჯიშვილის შეფასებით, აბსურდული იყო მიზეზი, რის გამოც კეკელიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ეს არის წინა საარჩევნოდ რეპრესიების გაგრძელება, იმ რესურსის გამოყენების მცდელობა. ასევე, აბსურდული იყო მიზეზი თუ რატომ გაუშვეს, თურმე 11 წელი ყოფილა დირექტორი. 12 წელია ხელისუფლებაში ივანიშვილია და რატომ არ მიდის მაშინ? ეს არის აბსურდული მიზეზი და ალბათ, ილია ჭავჭავაძესაც არ მოეწონებოდა ის ნაბიჯი, რაც გადადგა დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კეკელიძის მიმართ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ პოლიტიკურ ნაბიჯს და წინასაარჩევნო რეპრესიებს“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში