პაატა მანჯგალაძე კობახიძეს - არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს

არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს!, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ირაკლი კობახიძის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ქვეყანაში დღესაც არაფორმალური მმართველობაა, რაც ხალხის გამარჯვებამ უნდა დაასრულოს.

„მე გეტყვი ირაკლი, რა არის აქსიომატური ჭეშმარიტება, რომ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს თქვენი „ქოცური“ შიდა გარჩევები და სირცხვილია, რომ ლამის 5-ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის ქვეყანაში მმართველობის ფორმა გვაქვს, სადაც არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს!

ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს ხალხმა. უნდა გაიმარჯვოს ხალხმა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ მათთან ერთად!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე