გია ვოლსკი - გიორგი კეკელიძე პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი გაუკეთებია - პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ!

გიორგი კეკელიძე მართლაც პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ არასდროს, არც ერთი ნიშნით და არც ერთი ნაბიჯით ხელისუფლებას კეკელიძის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის საწინააღმდეგოდ, არაფერი გაუკეთებია - პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ! - აღნიშნული განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, როცა გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნიდან გარკვეული ხანი გავიდა, შალვა პაპუაშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანით უნდა შეცვალოს, რაც მისი დისკრეციული უფლებაა.

„გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 წელი იყო. მას გაკეთებული საქმეებიც დაუფასდა. ვერ დამისახელებთ მის რომელიმე პოლიტიკურ აქტივობას, რომელსაც მის მიმართ კრიტიკა ან რაიმე ადმინისტრაციული ზომების გატარება მოჰყვა. ეს მაშინ, როცა 2012 წელს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ხელისუფლების საწინააღმდეგო რაიმე პოლიტიკური აქტივობა რომ გამოეჩინა, ძალიან სერიოზულ პასუხს აგებინებდნენ. ასეთი რამ ჩვენს პერიოდში არ მომხდარა. მომიყვანეთ მაგალითი, რომელი პოლიტიკური აქტივობა ჰქონდა ისეთი, როცა რომელიმე ჩვენგანმა მის საწინააღმდეგოდ რაიმე განაცხადა ან მის შეხედულებებს დაუპირისპირდა ან მის მიმართ ადმინისტრაციული ზომები მიიღო.

საერთოდ, პოლიტიკური პოზიცია არავისთვის თავშესაფარი არ უნდა იყოს - ადამიანებმა საკუთარი ბანკიდან ფული მოიპარეს, სადღაც ოფშორულ ზონებში გადარიცხეს და საკუთარ ანგარიშებზე მიიღეს, ხოლო შემდეგ თავი პოლიტიკას შეაფარეს და თქვეს: - იმიტომ დაგვდევენ, რომ პოლიტიკას ვეწევითო.

მე გიორგი კეკელიძისგან არ გამიგონია, რომ ის ვინმემ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო დასაჯა. მისი პოსტი წავიკითხე, სადაც თქვა, რომ მართლაც 11 წელი ბევრია და ალბათ, ამ ვითარებას შესაბამისი რაკურსით უნდა შევხედოთ. რას ამბობს ოპოზიცია მნიშვნელობა არა აქვს - ოპოზიცია გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობებს იგონებს, რომელიც გიორგი კეკელიძეს ჰქონდა. ის მართლაც პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ არასდროს, არც ერთი ნიშნით და არც ერთი ნაბიჯით ხელისუფლებას გიორგი კეკელიძის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია.

კეკელიძეს ბევრის სახელით მინდა ვუთხრა, რომ მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ბიბლიოთეკისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ის ამ თანამდებობაზე შეცვალოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში