ისრაელის წარმომადგენელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში - ისრაელის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გენოციდურ განზრახვას არ შეიცავს

ადვოკატი მალკოლმ შოუ, რომელიც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელს წარმოადგენს, აცხადებს, რომ ისრაელის ხელმძღვანელობას „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ „გენოციდური განზრახვა“ არ გამოუვლენია.

„ისრაელის შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული ოფიციალური და სავალდებულო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნებისმიერი გულდასმითი მიმოხილვა აშკარად ადასტურებს, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს არ გააჩნია რაიმე გენოციდური განზრახვა“, - აღნიშნა მალკოლმ შოუმ.

მისი თქმით, სამხრეთ აფრიკამ წარმოადგინა ისრაელის პოლიტიკოსების მიერ ომზე გაკეთებული კომენტარების „დამახინჯებული სურათი“, რათა დაედგინა ისრაელის გენოციდური განზრახვა.

მალკოლმ შოუ აცხადებს, რომ ღაზასთან ომში ისრაელის პოლიტიკის განსაზღვრაში მხოლოდ ისრაელის ომის კაბინეტისა და უსაფრთხოების კაბინეტის პოლიტიკური გადაწყვეტილებებია რელევანტური.

„შემთხვევითი ციტატების შექმნა, რომლებიც არ შეესაბამება მთავრობის პოლიტიკას, საუკეთესო შემთხვევაში, შეცდომაში შეყვანას იწვევს”, - აცხადებს შოუ.

ისრაელი დღეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში პასუხობს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში მისი სამხედრო ოპერაცია გენოციდის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს პალესტინის მოსახლეობის განადგურებას.

სამხრეთ აფრიკამ, რომელმაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, გუშინ მოსამართლეებს სთხოვა, დააწესონ გადაუდებელი ზომები და დაავალონ ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს