გია ვოლსკი - ჩემი ოჯახი  სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა - არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია

ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა - არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოხატოს კრიტიკა ხატის ელემენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა ეკლესიაზე თავდასხმაა.

ვოლსკიმ მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ქმედება უწოდა.

“პირველი - გაუგონარი სიცრუეა თითქოს სამებაში რაღაცა სტალინის ხატი გამოიკიდა. მეორეც, ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა - ბაბუაჩემმა 23 წელი ციმბირში, გადასახლებაში გაატარა, რამაც მამაჩემზე, მის დაზე და საერთოდ ოჯახზე იმოქმედა. რასაკვირველია, არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის, ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია. თუ ის წარმოდგენილია დიოკლეტიანესავით, როგორც ბოროტი ძალა, ეს სხვა თემაა... ზოგი ამბობს, რომ წმინდა მატრონას ცხოვრების ეპიზოდი სტალინთან დაკავშირებული არ ყოფილა, ზოგი - პირიქით ამბობს. თეოლოგიური საფუძვლებით ამაზე ბევრი კამათი შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში