რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად პრემიერი ავრცელებს.

„მე ვიმყოფები უკრაინაში, რათა გადავცე მარტივი გზავნილი: ჩვენი მხარდაჭერა არ შეიძლება შესუსტდეს და არ შესუსტდება. მივმართავ ყველა უკრაინელს: ბრიტანეთი თქვენთანაა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - წერს რიში სუნაკი.

მედიის ინფორმაციით, რიში სუნაკი ვიზიტის დროს გამოაცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას, მომავალი წლის განმავლობაში, 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს.

დახმარების პაკეტი, მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და საარტილერიო ჭურვებს. დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი დრონებზე დაიხარჯება და ეს იქნება უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი მიწოდება, რაც კი დღემდე რომელიმე ქვეყანას განუხორციელებია. ასევე, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს