მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან გრუნ-ის  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან (WEF). 2023 წელს განხორციელებული პირველი უპრეცედენტო კვლევისა - „Future of Jobs” და გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, 2024 წელს უკვე მეორე ერთობლივი კვლევა - „The Global Risk Report“-ი, განხორციელდა.

კვლევაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ვახტანგ ჭარაია, მარიამ ლაშხი, თენგიზ თაქთაქიშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ოთარ ანგურიძე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთადერთი პარტნიორი საქართველოში, ვისთან ერთადაც WEF-ი ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა, სწორედ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტია.

კვლევის დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს