კირილ ბუდანოვი - ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტსა და საპორტო ნაგებობებს - რუსები სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცდილობენ

რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვის აღნიშნული გადაწყვეტილება მის სამხედრო ფლოტზე უკრაინული თავდასხმების მიერაა გამოწვეული.

„ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტსა და საპორტო ნაგებობებს, ამიტომ რუსებს სასწრაფოდ მოუწიათ ყველაფრის სამხეთ-აღმოსავლეთში გადატანა. ისინი სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე,” - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი, ისევე როგორც გაზის მომპოვებელი პლატფორმები, უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე საზღვაო საექსპორტო დერეფნები კვლავ ფუნქციონირებენ, ომის მიეს გამოწვეული რისკების მიუხედავადაც.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია