დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

“დიდ ბრიტანეთს დღეს სურს, უკრაინისთვის ომის დაწყებიდან თავდაცვითი დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს, რომლის ღირებულებაც 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ეს ნიშნავს - მეტ უსაფრთხოებას, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს, რაკეტებს, ასობით ათას ახალ საარტილერიო ჭურვს, წვრთნას ათასობით უკრაინელი სამხედროსთვის”, - განაცხადა სუნაკმა.

ამასთან, რიში სუნაკმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ