ჯონ კირბი - „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მიუხედავად აშშ ირანთან კონფლიქტს არ ეძებს

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მიუხედავად აშშ ირანთან კონფლიქტს არ ეძებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-მა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შესაჩერებლად თეირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტს არ ეძებს.

„ესკალაციას არ ვეძებთ და ბოლო დღეებში მომხდარის მიღმა ესკალაციის მიზეზი არ არსებობს.

ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ ამ სამიზნეებზე [ავიადარტყმების] უშუალო გავლენას. ეს სამუშაო მიმდინარეობს. ასე რომ, ვფიქრობ, უახლოეს საათებში გვექნება მიყენებული ზიანის სპეციფიკაზე უკეთესი წარმოდგენა“, - განაცხადა კირბიმ.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ავიადარტყმების სამიზნეებს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ რაკეტებისა და დრონების შენახვის, გაშვებისა და მართვის ადგილები წარმოადგენდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია